კეკელიძის ქუჩაზე სკვერის რეაბილიტაცია დასრულდა
ამობეჭდვა · 30 / 03 / 2020 13:07
კეკელიძის ქუჩაზე სკვერის რეაბილიტაცია დასრულდა

მთაწმინდის რაიონში, ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, კიდევ ერთი სკვერი რეაბილიტირდა.

სამუშაოების შედეგად, კეკელიძის ქუჩა 2/2-ში არსებული სკვერის დემონტაჟი განხორციელდა, რის შემდეგაც მოეწყო საბავშვო მოედანი, განათების სისტემა, საფეხმავლო ბილიკი. დამონტაჟდა თანამედროვე ტიპის ატრაქციონები. ასევე, დაიდგა სეპარირებული ნაგვის ურნები, განთავსდა სკვერისთვის საჭირო ყველა შესაბამისი ინვენტარი. ტერიტორიაზე შენარჩუნდა მწვანე საფარი და გაშენდა ახალი ნარგავები.

სარეაბილიტაციო სამუშაოები, მთაწმინდის რაიონის გამგეობის დაკვეთით კონტრაქტორმა კომპანიამ შეასრულა, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 40 000 ლარი გამოიყო.