მეუფე საბა ინწკირველს კორონავირუსზე ტესტი გაუკეთეს
ამობეჭდვა · 30 / 03 / 2020 16:33
მეუფე საბა ინწკირველს კორონავირუსზე ტესტი გაუკეთეს

ჩრდილოეთ ამერიკის მიტროპოლიტი მეუფე, საბა ინწკირველი სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვას ავრცელებს, სადაც საუბრობს, თუ რატომ არ ჩაატარა წირვა. მეუფე არ გამორიცხავს, რომ მას კორონავირუსი ქონდეს.

"მე დღეს წირვა უნდა ჩამეტარებინა, მაგრამ თავი შევიკავე, რადგან ადამიანებთან მიწევს შეხება. დღეს სამ საათზე გავიკეთე ჩქარი ტესტი და ორ დღეში მეცოდინება პასუხი – ვარ თუ არა ვირუსის მატარებელი", -აცხადებს მეუფე.