საქართველოში კორონავირუსის შემთხვევები 100-მდე გაიზარდა
ამობეჭდვა · 30 / 03 / 2020 17:00
საქართველოში კორონავირუსის შემთხვევები 100-მდე გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსის შემთხვევები 100-მდე გაიზარდა, ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.

შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 9 შემთხვევა დადასტურდა.

პრემიერის თქმით, ინფიცირებულოთა შორის ერთ-ერთი სამედიცინო სფეროს წარმომადგენელია.

მისივე თქმით, ქვეყანაში ვირუსის შიდა გადაცემის 3 შემთხვევა დადასტურებული.

კარანტინის რეჟიმში ამ დროისთვის 4978 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 266 პაციენტი რჩება. გამოჯანმრთელდა 18 ადამიანი.