გიორგი გახარია - კორონავირუსით სამედიცინო სექტორის თანამშრომელი დაინფიცირდა
ამობეჭდვა · 30 / 03 / 2020 17:17
გიორგი გახარია - კორონავირუსით სამედიცინო სექტორის თანამშრომელი დაინფიცირდა

ერთ შემთხვევა გვაქვს, როდესაც სამედიცინო სექტორის თანამშრომელი არის ინფიცირებული, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

„უკვე გვაქვს ასი ინფიცირებული. მიუხედავად იმისა, რომ გყვავს 18 გამოჯანმრთელებული დინამიკა ინფიცირულების ზრდის არის შემაშთოფებელი. დღეს არის შემთხვევა, როცა გვაქვს სამი შემთხვევა, რომელიც წარმომავლობას ვერ ვადგენთ. როდესაც მსგავსი ინფიცირების შემთხვევა იყო, მარნეულში მივიღეთ ღონისძიებები მარნეული და ბოლნისი გამოცხადდა საკარანტინო ზონად. ეს გვაძლევს ყველა სხვა მოცემულობასთან ერთად აუცილებელ შემდგომი ნაბიჯების გამკაცრების შესაძლებლობას. გარდა ამისა, ყველას გვესმის, რომ ამ ბრძოლაში, რომელიც არის გლობალური, ჩვენ შეგვიძლია გავიმარჯოვოთ, არამარტო მედიკოსების გმირული ყოველდღიური 24-საათიანი შრომით, არამარტო სახელმწიფო უწყებების პოლიციის შრომით, არამედ ერთად, შეთანხმებით ჩვენს საზოგადოებასთან და მოქალაქეებთან, ეს არის ერთობლივი პრობლემა და გამოწვევა, რომელსაც ერთობლივად უნდა ვუპასუხოთ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

კარანტინის რეჟიმში ამ დროისთვის 4978 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 266 პაციენტი რჩება. გამოჯანმრთელდა 18 ადამიანი.