მედიასთან კომენტარებს აღარ გავაკეთებთ – NCDC
ამობეჭდვა · 30 / 03 / 2020 17:52
მედიასთან კომენტარებს აღარ გავაკეთებთ – NCDC

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის პრესსამსახურის ცნობით, ამიერიდან ცენტრში მედიასთან კომენტარს აღარ გააკეთებენ. ინფორმაცია "ნეტგაზეთს" დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრში დაუდასტურეს.

უწყებაში გვითხრეს, რომ იმ შემთხვევაში, თუ რაიმე სიახლე იქნება, მათ ვებგვერდზე (NCDC.GE) გამოქვეყნდება.

აღნიშნული “ნეტგაზეთს” დაავადებათა კონტროლის ცენტრსი მას შემდეგ განუცხადეს, რაც ვკითხეთ იგეგმებოდა თუ არა კითხვარიდან, რომლითაც პაციენტისთვის COVID-19-ის ტესტის ჩატარების საჭიროება ფასდება, სარისკო ქცევის ქონის (მოგზაურობის ისტორია/კონტაქცი პირთან, რომელმაც იმოგზაურა) აუცილებლობის ამოღება.

“ნეტგაზეთი” ასევე დაინტერესდა, რას შეეხება დაავადებათა კონტროლის აღნიშნული გადაწყვეიტლება და ნიშნავს თუ არა ეს იმასაც, რომ ცენტრის წარმომადგენლები, მათ შორის, ხელმძღვანელები, პაატა იმნაძე და ამირან გამყრელიძე, აღარც ბრიფინგებსა და სატელევიზიო ეთერებში მიიღებენ მონაწილეობას.

NCDC-ის პრესსამსახურში განგვიცხადეს, რომ ცენტრი სატელევიზიო ჩართვებში მონაწილეობას აღარ მიიღებს, ხოლო როგორ იმოქმედებს ეს წესი მთავრობის სხდომების შემდეგ გამართულ ბრიფინგებზე, ამის შესახებ ინფორმაცია პრესსამსახურს არ აქვს.
netgazeti.ge