ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოყვანილ ქალს კორონავირუსი დაუდასტურდა
ამობეჭდვა · 30 / 03 / 2020 21:32
ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოყვანილ ქალს კორონავირუსი დაუდასტურდა

ოკუპირებული აფხაზეთიდან წუხელ ღამით ზუგდიდში გადმოყვანილ ქალს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაცია ჟურნალისტებს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელიამ დაუდასტურა.

ქალს ცხელება და ხველა აღენიშნებოდა.

არსებული ინფორმაციით, ის ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთიდან ჩავიდა, რის შემდეგაც ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში სასწრაფო დახმარების მანქანით გადმოიყვანეს.

1tv.ge