საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 103-მდე გაიზარდა
ამობეჭდვა · 30 / 03 / 2020 21:43
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 103-მდე გაიზარდა

საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 103-მდე გაიზარდა. ინფორმაცია მთავრობის მეირ შექმნის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზეა გამოქვეყნებული.

მათი ინფორმაციით, კარანტინის რეჟიმში 5114 ადამიანია, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 263.

ვირუსისგან  20 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

29 მარტის მონაცემებით, საქართველოში 91 დადასტურებული შემთხვევა იყო.