მთაწმინდის რაიონში ინფრასტრუქტურული სამუშაოები გრძელდება
ამობეჭდვა · 31 / 03 / 2020 13:59
მთაწმინდის რაიონში ინფრასტრუქტურული სამუშაოები გრძელდება

მთაწმინდის რაიონში, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის განვითარების პროექტის ფარგლებში, ხუთ მისამართზე თაღებს რეაბილიტაცია ჩაუტარდა, ასევე, დამონტაჟდა ჭიშკრები და კარები.

სამუშაოების შედეგად, ბროსეს ქ. №11/16-ში და ბარნოვის ქ. №45-ში არსებული თაღები რეაბილიტირდა. მესხის ქ. №4/9-ში და უკლებას ქ. №3-ში საცხოვრებელი სახლის ჭიშკარი დამონტაჟდა. ძმები ზუბალაშვილების №13-ში კი, კარი შეიცვალა.

სამუშაოებს კონტრაქტორი კომპანია ასრულებს და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 20 135 ლარია გამოყოფილი.