კლინიკის ექიმს, რომელსაც პუტინი ერთი კვირის წინ შეხვდა, კორონავირუსი დაუდგინდა
ამობეჭდვა · 31 / 03 / 2020 18:57
კლინიკის ექიმს, რომელსაც პუტინი ერთი კვირის წინ შეხვდა, კორონავირუსი დაუდგინდა

რუსეთში კომუნარკის საავადმყოფოს მთავარ ექიმს, დენის პროცენკოს კორონავირუსი დაუდგინა. 

დენის პროცენკო ის ექიმია, რომელსაც 24 მარტს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი კომუნარკის კლინიკის ვიზიტისას შეხვდა. ვიზიტის ფოტოები კრემლის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული. 

კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა უკვე განაცხადა, რომ პუტინისა და კლინიკის ექიმის ურთიერთობასთან დაკავშირებით არანაირი შეშფოთება არ უნდა არსებობდეს.

"პუტინი რეგულარულად იკეთებს ტესტს. ყველაფერი ნორმაშია", — თქვა პესკოვმა.