ისნის გამგეობა შვიდი სახლის გამაგრების სამუშაოებს ახორციელებს
ამობეჭდვა · 01 / 04 / 2020 14:10
ისნის გამგეობა  შვიდი სახლის გამაგრების სამუშაოებს ახორციელებს

ისნის რაიონის გამგეობა, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, პროექტების განხორციელებას აქტიურად განაგრძობს.

ამჯერად, ავარიული სახლების გამაგრება ავლაბარსა და ნავთლუღში შვიდ მისამართზე მიმდინარეობს, მათ შორის არის ურბნისის ქუჩა N7, წერეთლის ქუჩა N12-ში, ერისთავის ქუჩა N15, გურჯაანის ქუჩა N22, გუთნის ქუჩა N14, კოშკოვანის ქუჩა N25 და ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის N167.

ამ დროისთვის, შვიდივე მისამართზე, საცხოვრებელი სახლების კონსტრუქციული გამაგრებისა და აღდგენის სამუშაოები მიმდინარეობს. ბეტონის ფილებით თითოეული შენობის საძირკვლის მაგრდება, ეწყობა რკინა-ბეტონის სარტყელები და ზღუდეები, ხდება კედლები ჩასმა არმატურის დამცავ ბადეებში, ტარდება სახურავების რეაბილიტაცია, რომელიც ხის მასალით კონსტრუქციის სრულად აღდგენას, ახალი სახურავის მოწყობასა და ფასადის განახლებას მოიცავს.

აღნიშნულ მისამართებზე მიმდინარე სამუშაოები ისნის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 312 400 ლარით დაფინანსდა.

ავარიული სახლების გამაგრების პროცესს ისნის რაიონის გამგებელი კახა ლაბუჩიძე გაეცნო და კონტრაქტორ კომპანიებს შეხვდა.