აშშ-ში კორონავირუსით 5 116 ადამიანი დაიღუპა, ინფიცირებულია - 215 417
ამობეჭდვა · 02 / 04 / 2020 10:36
აშშ-ში კორონავირუსით 5 116 ადამიანი დაიღუპა, ინფიცირებულია - 215 417

გასული დღე-ღამის განმავლობაში აშშ-ში ახალი კორონავირუსით 1 200-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, რაც პანდემიის დაწყებიდან ქვეყანაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

ჯამში აშშ-ში ახალ კორონავირუსს 5 116 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო ინფიცირებულია - 215 417.

ფატალური შემთხევების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 1 374 ნიუ-იორკში ფიქსირდება.