საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 3 ადამიანი განიკურნა
ამობეჭდვა · 02 / 04 / 2020 10:46
საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 3 ადამიანი განიკურნა

საქართველოში ახალი კორონავირუსისგან კიდევ 3, საერთო ჯამში კი 26 ადამიანი განიკურნა. ამის შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნებულია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე stopcov.ge.

მათივე ცნობით, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5550 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 281.

ამ ეტაპზე ქვეყანაში კორონავირუსის 130 დადასტურებული შემთხვევაა.