მარინა ეზუგბაიას ვარაუდით, კორონავირუსი ბათუმიდან გადმოყვანილი 10 წლის ბავშვის მშობელსაც დაუდასტურდება
ამობეჭდვა · 02 / 04 / 2020 11:04
მარინა ეზუგბაიას ვარაუდით, კორონავირუსი ბათუმიდან გადმოყვანილი 10 წლის ბავშვის მშობელსაც დაუდასტურდება

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, ბათუმიდან გადმოყვანილი 10 წლის ბავშვის მშობელს კლინიკური სიმპტომები აღენიშნება. აქედან გამოდმინარე, მედიკოსი ვარაუდობს, რომ კორონავირუსი მასაც დაუდასტურდება,

„გუშინ შემოვიდა ოთხი ახალი შემთხვევა, მათ შორის ერთი იცით, ბათუმიდან მოდიოდა, მოზარდი თავის მშობელთან ერთად. ბავშვს დადგენილი აქვს კორონავირუსი, მშობელს დადასტურებული არ აქვს, მაგრამ უკვე მასაც კლინიკა აქვს და ას რომ, დაუდასტურდება“ , – აღნიშნა ეზუგბაიამ.

კორონავირუსით ინფიცირებული 10 წლის ბავშვი თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში ბათუმიდან გუშინ გადაიყვანეს.

საქართველოში ამ ეტაპზე ახალი კორონავირუსის 130 დადასტურებული შემთხვევაა.