აშშ-ში ქართველი სასულიერო პირი, მამა სპირიდონ ნარსია კორონავირუსით დაინფიცირდა
ამობეჭდვა · 02 / 04 / 2020 11:21
აშშ-ში ქართველი სასულიერო პირი, მამა სპირიდონ ნარსია კორონავირუსით დაინფიცირდა

კორონავირუსი კიდევ ერთ სასულიერო პირს დაუდასტურდა. ამის შესახებ ჩრდილოეთ ამერიკის ეპარქიის ეპისკოპოსი, საბა ინწკირველი სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში აცხადებს.

მისი ინფორმაციით, დაინფიცირებული პირი სპირიდონ ნარსიაა, რომელიც ნიუ-იორკში მსახურობს.

„სამწუხარო ინფორმაცია მინდა გითხრათ იმ კუთხით, რომ მეორე სასულიერო პირი არის დაინფიცირებული ჩვენ ეპარქიაში, ნიუ-იორკში, მამა სპირიდონ ნარსია, რომელსაც იცნობთ. მამა სპირიდონ ნარსიას აღმოაჩნდა კორონავირუსი. იცით, რომ ნიუ-იორკი ეპიცენტრია. არ ვიცით საიდან დაინფიცირდა, ვისთან ჰქონდა შეხება, თუმცაღა წინა შაბათ-კვირას მას მსახურება არ ჩაუტარებია და სახლის პირობებში გადის მკურნალობას. მინდა გთხოვოთ, რომ ილოცოთ მისთვის და მოიხსენიოთ ლოცვებში როგორც მამა იოსები, ასევე მამა სპირიდონი“, - აღნიშავს მიმართვაში მეუფე საბა ინწკირველი.