მარინა ეზუგბაია - ხუთი მძიმე პაციენტიდან სამის მდგომარეობა დასტაბილურდა
ამობეჭდვა · 02 / 04 / 2020 11:52
მარინა ეზუგბაია - ხუთი მძიმე პაციენტიდან სამის მდგომარეობა დასტაბილურდა

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, მათ ცენტრში მოთავსებული კორონავირუსით ინფიცირებული ხუთი მძიმე პაციენტიდან ორის მდგომარეობა კვლავ კრიტიკულია.

მისივე განმარტებით, დანარჩენმა პაციენტებმა შეიძლება ითქვას, რომ სიმძიმის პერიოდი გადალახეს.

„ჩვენ გვყავს ხუთი მძიმე ავადმყოფი, აქედან ორი კრიტიკულია. ჯერ კიდევ არასტაბილურია მათი მდგომაროება. დანარჩენი სამის, რომელიც მძიმეზე მეტი იყო, კრიტიკულამდე, მათი მდგომარეობა დასტაბილიზირებულია უკვე მეორე დღეა და თუ დღესაც ასე გაგრძელდება, შეიძლება ვთქვათ, რომ მეტ-ნაკლებად ალბათ გადაილახა მათი მდგომარეობა და ალბათ პროგნოზი და გამოჯანმრთელება შორს არ იქნება“ , – აღნიშნა ეზუგბაიამ.

ამასთან, მარინა ეზუგბაიას თქმით, გუშინ დღე-ღამის განმავლობაში ტესტირება ჩაუტარდა 19 პაციენტს, დილის მონაცემებით კი, სინჯი ტესტირებისთვის ცხრა პაციენტზეა აღებული.

1tv.ge