ინფექციურ საავადმყოფოში ვირუსის ნიშნებით ერთი ექიმია მოთავსებული
ამობეჭდვა · 02 / 04 / 2020 11:56
ინფექციურ საავადმყოფოში ვირუსის ნიშნებით ერთი ექიმია მოთავსებული

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კლინიკაში კორონავირუსის სიმპტომებით მოთავსებულ ექიმს კვლევები უტარდება.

მისი განმარტებით, მედიკოსს დღეს მოლეკულური ანალიზი გაუკეთდება..

„მას მხოლოდ სწრაფი ტესტი აქვს ჩატარებული და მას არ განვიხილავ, როგორც დადასტურებულ შემთხვევას. ჩვენთან გაკეთდება მოლეკულური ანალიზი, ანუ PCR ტესტირება და თუ დადებითი პასუხი მივიღეთ, მხოლოდ მაშინ ვიტყვი, რომ ჩემი კოლეგა არის დადასტურებული შემთხვევა. ამიტომ არ გეუბნებით, რომ დადასტურებულია“, - განაცხადა ეზუგბაიამ.