რუსეთში ბოლო ერთ დღეში კორონავირუსის 771 შემთხვევა დადასტურდა
ამობეჭდვა · 02 / 04 / 2020 12:33
რუსეთში ბოლო ერთ დღეში კორონავირუსის 771 შემთხვევა დადასტურდა

რუსეთში, ბოლო 24 საათში ახალი კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა771-ით გაიზარდა. ეს დღემდე რუსეთში დაფიქსირებული ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

შემთხვევების ყველაზე დიდი რაოდენობა მოსკოვში ფიქსირდება, სადაც კორონავირუსის 595 შემთხვევაა დაფიქსირებული.

ამ ეტაპისთვის რუსეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა არის 3 548, აქედან 30 ადამიანი დაიღუპა და 235 ადამიანი გამოჯანმრთელდა.