ინგოროყვას კლინიკის მედპერსონალი თვითიზოლაციაშია
ამობეჭდვა · 02 / 04 / 2020 14:06
ინგოროყვას კლინიკის მედპერსონალი თვითიზოლაციაშია

25 მარტს ინგოროყვას კლინიკაში პაციენტს, რომელიც ექიმთან გეგმიურ კონსულტაციაზე მივიდა, მოგვიანებით კორონავირუსი დაუდასტურდა, - ამის შესაზებ ინფორმაცია "პრაიმტაიმი" ავრცელებს.

პაციენტს შეხება ჰქონდა ინგოროყვას კლინიკის რამდენიმე თანამშრომელთან. პაციენტის, მონაცემები ერთ-ერთმა თანამშრომელმა დოკუმენტურად გააფორმა, რაც იმას ნიშნავს, რომ მას დაინფიცირებულის პირად ნივთებთან და საბუთებთან ჰქონდა შეხება.

თვითიზოლაციაში მყოფ ინგოროყვას თანამშრომელს ტემპერატურა მოემატა, რის გამოც ის ერთ-ერთ covid-19-ის მიმღებ სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. მას კორონავირუსზე ტესტს დღეს გაუკეთებენ.

ინგოროყვას კლინიკის ადმინისტრაციული დირექტორი ნინო ქოჩორაშვილი აღნიშნავს, რომ პაციენტის დადებითი პასუხი კორონავირუსზე, მათ დაავადებათა კონტროლის ცენტრმა აცნობა.

„რამდენიმე დღის წინ დაგვიკავშირდა დაავადებათა კონტროლის ცენტრი, დაგვიდასტურეს რომ ერთ-ერთი covid-19-ით ინფიცირებული ჩვენს კლინიკაში ამბოლატორიულ ვიზიტზე იმყოფებოდა.

შესაბამისად, ყველა რეკომენდაციის დაცვით, ის ადამიანები, რომელთანაც კონტაქტი ჰქონდა ინფიცირებულს, გავუშვით თვითიზოლაციაში. ყველა თანამშრომლის უსაფრთხოება დაცულია, მათ შორის იმ თანამშრომლისაც, რომელსაც ახლო კონტაქტი ჰქონდა ინფიცირებულთან და ახლა აღენიშნება ტემპერატურა.

ინგოროყვას თანამშრომელს ტესტი დღეს ჩაუტარდება და ველოდებით პასუხს. ის გადაყვანილია ერთ-ერთ covid-19-ის მიმღებ სამედიცინო დაწესებულებაში.“ – აღნიშნა ნინო ქოჩორავილმა.