ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ კახეთში მოწყობილი ორი საკარანტინო სივრცე 62-მა მოქალაქემ დატოვა
ამობეჭდვა · 02 / 04 / 2020 14:58
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ კახეთში მოწყობილი  ორი საკარანტინო სივრცე 62-მა მოქალაქემ დატოვა

კახეთის მხარეში მდებარე სასტუმრო „პარკ ჰოტელსა“ და „შატო მერეში“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ შექმნილი საკარანტინო სივრცეები კიდევ 62-მა ადამიანმა დატოვა. მოქალაქეები ორი კვირის განმავლობაში ექიმთა მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდნენ და ოჯახებს ჯანმრთელები დაუბრუნდენ. ადგილობრივმა ხელისუფლებამ საკარანტინო ზონიდან გამოსული მოქალაქეთა ტრანსპორტირება უზრუნველყო.

„კიდევ 62-მა ადამიანმა გაიარა 14 დღიანი სავალდებულო კარანტინი და ჩვენ მოხარულები ვართ, რომ მათ ვაცილებთ სახლებში, სრულებით ჯანმრთელებს. თითოეულ მათგანს, ვისაც ესაჭიროება სატრანსპორტო საშუალება, ადგილობრივი ხელისუფლება უზრუნველყოფს მათ ტრანსპორტირებას. ამ ეტაპზე ჩვენ ვთანამშრომლობთ 82 სასტუმროსთან,“-აცხადებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი.

ამ ეტაპზე, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ ორგანიზებული საკარანტინო ზონები საქართველოს მასშტაბით 82 სასტუმროშია მოწყობილი, სადაც 5400-ზე მეტი ადამიანია განთავსებული. ამ დროისთვის საკარანტინო სივრცეები 1400 - ზე მეტმა ადამიანმა დატოვა.