საქართველოში შეკერილი პირბადეები სააფთიაქო ქსელებში მომავალი კვირიდან გამოჩნდება
ამობეჭდვა · 02 / 04 / 2020 21:18
საქართველოში შეკერილი პირბადეები სააფთიაქო ქსელებში მომავალი კვირიდან გამოჩნდება

ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, საქართველოში წარმოებული პირბადეები სააფთიაქო ქსელებში, სავარაუდოდ, შემდეგი კვირიდან გამოჩნდება.

მინისტრის თქმით, პირველ ეტაპზე საქართველოში წარმოებულიპირბადეებისგადანაწილება პრიორიტეტების მიხედვით მოხდა.

„ახლა უკვე იმ ეტაპზე გავდივართ, როდესაც ვფიქრობ, რომ შემდეგი კვირიდან, სავარაუდოდ, შევძლებთ პირბადეების პირველი პარტია სააფთიაქო ქსელებში გავიტანოთ და მოსახლეობაზე მიწოდება გავაკეთოთ. ეს უნდა იყოს ბევრისთვის ხელმისაწვდომი და უფრო მეტი დეტალი მოგვიანებით გახდება ცნობილი“, – აცხადებს მინისტრი.