კორონავირუსთან ბრძოლაში საქართველოს წარმატება მოულოდნელი აღმოჩნდა - Foreign Policy
ამობეჭდვა · 03 / 04 / 2020 10:46
კორონავირუსთან ბრძოლაში საქართველოს წარმატება მოულოდნელი აღმოჩნდა - Foreign Policy

ამერიკული გამოცემა Foreign Policy-ი სტატიას აქვეყნებს, რომელშიც იმ ქვეყნებზე საუბრობს, რომლებმაც წარმატებას მიაღწიეს კორონავირუსთან ბრძოლაში.

„ტაივანის, კანადის, სამხრეთ კორეის, საქართველოსა და ისლანდიის მაგალითები ცხადყოფენ, რომ კორონავირუსის შეჩერება შესაძლებელია“, - წერს Foreign Policy.

სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ ზოგიერთი ქვეყნის წარმატება მოულოდნელი აღმოჩნდა.

„თავის პოდკასტში Foreign Policy-ის ჟურნალისტმა ემი მაკკინონმა ვირუსთან ბრძოლაში საქართველოს რეაგირება გამოყო. მიუხედავად მცირე ზომისა და რთულ მდგომარეობაში მყოფი ეკონომიკისა, საქართველომ სერიოზული ზომების გატარება დაიწყო თებერვლის ბოლოს, მათ შორის დაიხურა სკოლები და დიაგნოსტიკური ტესტები ჩატარდა. აქამდე საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 117 შემთხვევა დაფიქსირდა და არც ერთი გარდაცვლილი“, - წერს სტატიის ავტორი.

„ვფიქრობ, ის, რომ საქართველოს ხელისუფლება თავიდანვე სერიოზულად მიუდგა ამ საკითხს, ამან დაგვეხმარა. საქართველო მიჩვეულია კრიზისს, ეს ქვეყანაა, რომელმაც გამოიარა სამოქალაქო ომები, რუსეთის შემოჭრა 2008 წელს, მძიმე 90-იანები საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ“, - ამბობს Foreign Policy-სთან საუბარში ჟურნალისტი ნატალია ანთელავა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. რა უნდა ვიცოდეთ საგანგებო მდგომარეობის შესახებ, წაიკითხეთ აქ.