ოზურგეთის საკათედრო ტაძარი გაქურდეს
ამობეჭდვა · 03 / 04 / 2020 11:31
ოზურგეთის საკათედრო ტაძარი გაქურდეს

ოზურგეთის საკათედრო ტაძარი გაქურდეს. "რუსთავი 2"-ის ცნობით, გატეხილია შესაწირი ყუთები, ასევე წაღებულია სანთლისა და სებისკვერის თანხა.

ადგილობრივი მრევლის ინფორმაციით, ეკლესიის გასაღებად მისულ მესანთლეს ტაძარი გატეხილი დახვდა.

ადგილზე სამართალდამცავები მუშაობენ. შემთხვევა წუხელ ღამით მოხდა.