საქართველოში კორონავირუსით პირველი ადამიანი გარდაიცვალა
ამობეჭდვა · 04 / 04 / 2020 12:37
საქართველოში კორონავირუსით პირველი ადამიანი გარდაიცვალა

 

 

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ​თსსუ პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ჟურნალისტებს განუცხადეს.

კლინიკაში აცხადებენ, რომ გარდაიცვალა კორონავირუსით ინფიცირებული 79 წლის ქალი. ის კლინიკაში 31 მარტს შეიყვანეს და მას თანმხლები დაავადებები ჰქონდა.