ეკატერინე ტიკარაძემ კორონავირუსით გარდაცვლილი ქალის ოჯახს მიუსამძიმრა
ამობეჭდვა · 04 / 04 / 2020 15:05
ეკატერინე ტიკარაძემ კორონავირუსით გარდაცვლილი ქალის ოჯახს მიუსამძიმრა

ჯანდაცვის მინისტრმა კორონავირუსით გარდაცვლილი ქალის ოჯახს მიუსამძიმრა და ექიმები გაამხნევა. შესაბამისი განცხადება ეკატერინე ტიკარაძემ აჭარაში ვიზიტისას გააკეთა.

„მინდა მივუსამძიმრო ოჯახს. ნამდვილად სამწუხარო ფაქტი დაფიქსირდა დღეს. ეს გახლდათ ქალბატონი, რომელსაც აღენიშნებოდა მრავლობითი ქრონიკული დაავადებები და კოვიდ-ინფექციის ფონზე მას განუვითარდა ორმხრივი პნევმონია. აქედან გამომდინარე, ჩვენი ექიმების მცდელობა, რა თქმა უნდა, აღმოჩნდა წარუმატებელი, რაც ძალიან სამწუხაროა და ჩვენ ყველანი ამას განვიცდით“, - აღნიშნა ტიკარაძემ.

მინისტრმა მხარდაჭერა გამოხატა ექიმების მიმართ.

„მე წარმატებები მინდა ვუსურვო ჩვენს ქართველ ექიმებს ამ ბრძოლაში და მინდა გავამხნევო ისინი. დარწმუნებული ვარ, ამ რთულ ბრძოლაში ისინი მიაღწევენ იმ შედეგებს, რა შედეგებზეც ვართ ჩვენ ორიენტირებული“, - განაცხადა მინისტრმა.