საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 159-მდე გაიზარდა, აქედან 31 გამოჯანმრთელდა
ამობეჭდვა · 04 / 04 / 2020 21:43
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 159-მდე გაიზარდა, აქედან 31 გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსი 159 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 31 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა, 1 კი გარდაიცვალა. ინფორმაცია ამის შესახებ მთავრობის მიერ შექმნილ ვებგვერდზე stopcov.ge გამოქვეყნდა.

კარანტინის რეჟიმშია 5526 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 344 მოქალაქე რჩება.