საქართველოში კორონავირუსის შემთხვევები 170-მდე გაიზარდა, 36 ადამიანი გამოჯანმრთელდა
ამობეჭდვა · 05 / 04 / 2020 10:36
საქართველოში კორონავირუსის შემთხვევები 170-მდე გაიზარდა, 36 ადამიანი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევები 170-მდე გაიზარდა.

როგორც მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5067 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 330.

ამასთან, ახალი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულია 36 პაციენტი და 1 გარდაიცვალა.