აშშ-ის საელჩო საქართველოში - მადლობა სოლიდარობის ამ ლამაზი სიმბოლოსთვის
ამობეჭდვა · 05 / 04 / 2020 11:14
აშშ-ის საელჩო საქართველოში - მადლობა სოლიდარობის ამ ლამაზი სიმბოლოსთვის

საქართველოში აშშ-ის საელჩო თბილისის ანძის აშშ-ის დროშის ფერებში განათების გამო საქართველოსა და თბილისის მერიას მადლობას უხდის.

„დიდი მადლობა სოლიდარობისა და მეგობრობის ამ ლამაზი სიმბოლოსთვის. ჩვენ ამ სიტუაციაში ერთად ვართ და ერთადვე გადავიტანთ ყველაფერს!“,- აღნიშნულია საელჩოს „ფეისბუქგვერდზე“.

კორონავირუსთან ბრძოლაში აშშ-ის მხარდასაჭერად, თბილისის ანძა 3 აპრილს ამერიკის შეერთებული შტატების დროშის ფერებში განათდა.