საქართველოში კორონავირუსით მეორე პაციენტი გარდაიცვალა
ამობეჭდვა · 05 / 04 / 2020 11:44
საქართველოში კორონავირუსით მეორე პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსით მეორე პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ თბილისის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელმა, ლევან რატიანმა განაცხადა.

მისი თქმით, საუბარია 81 წლის ქალზე, რომელიც 3 აპრილს ნიუ ჰოსპიტალიდან გადაიყვანეს. მისი მდგომარეობა თავიდანვე კრიტიკული იყო.

ჰქონდა ორმხრივი პნევმონია. გადატანილი იყო მწვავე ინფარქტი.

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა 4 აპრილს დაფიქსირდა.

ამ დროისთვის, საქართველოში კორონავირუსის 170 დადასტურებული შემთხვევაა, აქედან 36 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

ამასთან, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5067 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 330.