კორონავირუსი და საქართველოს სასწაული - Emerging Europe
ამობეჭდვა · 05 / 04 / 2020 17:06
კორონავირუსი და საქართველოს სასწაული - Emerging Europe

კორონავირუსი და საქართველოს სასწაული - ჯერჯერობით ყველაფერი კარგად მიდის - ამ სათაურით სტატიას Emerging Europe აქვეყნებს.

სტატიის ავტორი წერს, რომ ქვეყანაში, სადაც დაახლოებით 3,7 მილიონი ადამიანია, ამ დრომდე კორონავირუსის მხოლოდ 157 დადასტურებული შემთხვევაა.

სტატიაში აღნიშნულია, რომ საქართველომ იმდენად წარმატებით მოახერხა ვირუსთან ბრძოლა, მსოფლიო მთავრობები ახლა იმას ადევნებენ თვალს, როგორ გააკონტროლა ამ პატარა ქვეყანამ ვირუსის გავრცელება ასე კარგად.

.აქვე აღიშნულია ის ზომები, რომელიც საქართველოს მთავრობამ ვირუსის გავრცელების პირველივე დღიდან დღემდე გაატარა

„26 თებერვალს, როგორც კი კონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა, საქართველოს მთავრობამ მოქმედება დაიწყო. საუბარი იყო საქართველოს მოქალაქეზე, რომელიც ირანიდან დაბრუნდა. იმავე დღეს, ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ, კოორდინაციის წინააღმდეგ საბრძოლველად უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი შექმნა.

სამუშაო ჯგუფის პირველი გადაწყვეტილება იყო ირანის მიმართულებით ფრენების აკრძალვა“, - აღნიშნულია სტატიაში.მასში ეკონომიკაზე კორონავირუსის გავლენის საკითხზეც არის საუბარი.

ქრეიგ ტარპი წერს, რომ საქართველო დიდი ხანია განიხილება, როგორც მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული, განვითარებადი ეკონომიკა და სხვებისთვის მისაღები მოდელი.

„როგორც ევროპის თითქმის ყველა დანარჩენ ქვეყანაში, საქართველოშიც ალბათ ეკონომიკის შთამბეჭდავი ზრდა შეჩერდება და საქართველო სავარაუდოდ, ღრმა რეცესიას განიცდის. გასულ კვირას საქართველოს მთავრობამ განაცხადა, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან ორ მილიარდ ლარს გამოყოფს ქვეყნის ეკონომიკის დასახმარებლად. მსოფლიო ბანკმა 45 მლნ ევრო სესხის სახით უკვე დაამტკიცა ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის“, - წერია სტატიაში.

საქართველოში კორონავირუსი 170 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 36 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა, 2 კი გარდაიცვალა.

imednews.ge