საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 174-მდე გაიზარდა
ამობეჭდვა · 05 / 04 / 2020 19:39
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 174-მდე გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსის კიდევ ოთხი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რითაც covid-19-ის დადასტურებულმა შემთხვევებმა ქვეყანაში 174-ს მიაღწია.

„დღეს ჩვენთან ჩატარდა 15 პაციენტზე ტესტი, ოთხთთან მივიღეთ დადებითი“ , - განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ.

​174 დადასტურებული შემთხვევიდან 36 პაციენტი გამოჯანმრთელებულია, 2 კი დაიღუპა.