იტალიაში საქართველოს საელჩო ქართველებისთვის ინფორმაციას ავრცელებს
ამობეჭდვა · 05 / 04 / 2020 20:34
იტალიაში საქართველოს საელჩო ქართველებისთვის ინფორმაციას ავრცელებს

იტალიაში საქართველოს საელჩო ქვეყანაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ ინფორმაციას ავრცელებსდააღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 21 აპრილს დანიშნულია ჩარტერული რეისი რომი-თბილისი, რომელსაც განახორციელებს ავიაკომპანია „საქართველოს ავიახაზები”.

როგორც საელჩოში აცხადებენ, ბილეთები ორი დღით ადრე ავიაკომპანიის ვებგვერდზე გაიყიდება.

„გაცნობებთ, რომ მიუხედავად იმისა, გაგრძელდება თუ არა 13 აპრილის შემდეგ იტალიაში გამოცხადებული შეზღუდვის წესები, მოქალაქეს, რომელსაც ექნება იტალიის ტერიტორიაზე გადაადგილებისთვის აუცილებელი ავტოსერთიფიკატი (სადაც მიუთითებს, რომ მოემგზავრება რომში სამშობლოში დასაბრუნებლად) და ასევე საქართველოში დასაბრუნებელი ავიაბილეთი, შეეძლება თავისუფლად ჩამოვიდეს რომში იტალიის ნებისმიერი რეგიონიდან“,- აღნიშნულია ინფორმაციაში, რომელსაც იტალიაში საქართველოს საელჩო სოციალურ ქსელში ავრცელებს.