ზუგდიდის ქუჩები სადეზინფექციო საშუალებებით დასუფთავდა
ამობეჭდვა · 06 / 04 / 2020 09:35
ზუგდიდის ქუჩები სადეზინფექციო საშუალებებით დასუფთავდა

კორონავირუსის საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში, ზუგდიდში ქუჩები სადეზინფექციო საშუალებებით დამუშავდა.

სპეციალური ხსნარით, ზუგდიდის ცენტრალური ბულვარი და მიმდებარე ტერიტორია მოირეცხა.

სამუშაოების მიმდინარეობას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი შენგელია, მაჟორიტარი დეპუტატი ედიშერ თოლორაია და საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერია ადგილზე გაეცნენ.

სადეზინფექციო სამუშაოები ა(ა)იპ ,,კეთილმოწყობის მართვის ცენტრმა“, ა(ა)იპ ,,ზუგდიდასუფთავებას ცენტრმა“ და შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრმა ერთობლივად განახორციელეს.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში დეზინფექცია უკვე ჩაუტარდა მრავალბინიან კორპუსებს, საჯარო სკოლებს, საბავშო ბაღებსა და სხვადასხვა შენობებს.