თხინვალის ქუჩაზე სახლის გამაგრება მიმდინარეობს
ამობეჭდვა · 07 / 04 / 2020 14:04
თხინვალის ქუჩაზე სახლის გამაგრება მიმდინარეობს

მთაწმინდაზე, თხინვალის შესახვევი N 5/8-ში, საცხოვრებელი სახლი კაპიტალურად გამაგრდება. სამუშაოები ითვალისწინებს შენობის კონსტრუქციული ელემენტების (საძირკველისა და მზიდი კედლების) არმირებასა და ბეტონირებას. ასევე, ფანჯრების ღიობები მოჩარჩოვდება და სეისმური სარტყელი მოეწყობა. აღნიშნულ საცხოვრებელ სახლში 7 ოჯახი ცხოვრობს.

პროექტი „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდება, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 87 000 ლარი დაიხარჯება.