8 აპრილიდან ოკუპირებული აფხაზეთი რუსეთთან ე.წ. საზღვარს სრულად ჩაკეტავს
ამობეჭდვა · 07 / 04 / 2020 18:32
8 აპრილიდან ოკუპირებული აფხაზეთი რუსეთთან ე.წ. საზღვარს სრულად ჩაკეტავს

8 აპრილიდან ოკუპირებული აფხაზეთი რუსეთთან ე.წ. საზღვარს სრულად ჩაკეტავს. ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ვალერი ბგანბამ განაცხადა.

„8 აპრილის 00:00 საათიდან 20 აპრილამდე აფხაზეთი-რუსეთის სახელმწიფო საზღვარზე ყველა კატეგორიის მოქალაქეებისათვის რესპუბლიკის ტერიტორიაზე შემოსვლა შეიზღუდება. საზღვრის გადაკვეთის აკრძალვა არ შეეხება აფხაზეთში აკრედიტირებულ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის სასაზღვრო სამმართველოს თანამშრომლებს, რუსეთის სამხედრო ბაზის წევრებს“, - ნათქვამია განცხადებაში.