მთაწმინდაზე, წყალარინების ქსელი 10 მისამართზე მოეწყო
ამობეჭდვა · 08 / 04 / 2020 11:38
მთაწმინდაზე, წყალარინების ქსელი 10 მისამართზე მოეწყო

ქვეყანაში არსებული საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად, მთაწმინდის რაიონის გამგეობა აქტიურად განაგრძობს სხვადასხვა პროექტების განხორციელებას.

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში 10 მისამართზე უკვე დასრულდა წყალარინების ქსელის მოწყობა.

სამუშაოები განხორციელდა:

· ვ. სარაჯიშვილის ქ. N 12

· ლ. ასათიანის ქ. N 58

· პ. იაშვილის ქ. N5

· პ. მელიქიშვილის ქ. N 6-6ა

· ვ. ბარნოვის ქ. N 26

· ძმები კაკაბაძეების ქ. N 30

· კ. მესხის ქ. II შესახვევი N 6

· ი.ნიკოლაძის ქ. N 4

· ა. ჭავჭავაძის ქ. N 10/12

· ვეძინის ქ. N 12

აღნიშნულ მისამართებზე წყალარინების ქსელი ათწლეულებია არ შეცვლილა, რაც მოსახლეობას მძიმე საცხოვრებელ პირობებს უქმნიდა. სამუშაოების დასრულების შემდეგ კი, მათ ეს პრობლემა საბოლოოდ მოუგვარდათ.

სამუშაოები, გამგეობის დაკვეთით კონტრაქტორმა კომპანიამ შეასრულა, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 200 943 ლარი დაიხარჯა.