თბილისის მუნიციპალიტეტის კულტურის ობიექტებში დასაქმებულ ხანდაზმულ თანამშრომლებს ნობათები გადაეცა
ამობეჭდვა · 08 / 04 / 2020 19:14
თბილისის მუნიციპალიტეტის კულტურის ობიექტებში დასაქმებულ ხანდაზმულ თანამშრომლებს ნობათები გადაეცა

დედაქალაქის მერის მოადგილე სოფიო ხუნწარიამ თბილისის მუნიციპალიტეტის კულტურის ობიექტებში დასაქმებულ ხანდაზმულ და განსაკუთრებული საჭიროების მქონე თანამშრომლებს სადაზღვევო კომპანია „არდის“ მიერ შეგროვებული ნობათები გადასცა.

არამალფუჭებადი პროდუქტისგან შემდგარი 100 პაკეტი მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის, მუნიციპალური მუზეუმების, ბიბლიოთეკებისა და ხელოვნების სკოლების იმ თანამშრომლებზე გაიცა, რომლებიც ვირუსის გავრცელების რისკჯგუფში იმყოფებიან.

„დღეს ჩვენ 100-მდე მისამართზე ვიმყოფებოდით. კომპანიამ „არდი“ შეძლო, არამალფუჭებადი პროდუქტის მოწოდება ჩვენი ა(ა)იპ-ების თანამშრომლებისთვის, იმ ადამიანებისთვის, რომლებიც განსაკუთრებით რისკჯგუფებში იმყოფებიან.
ესენი არიან ხანდაზმულები და მარტოხელები. პროდუქტი, დაახლოებით, ერთ თვეზეა გათვლილი. რასაკვირველია, საჭიროების შემთხვევაში, კვლავ გვერდში დავუდგებით ჩვენს თანამშრომლებს, ადამიანებს, რომლებიც ათეული წლებია,
კულტურის სფეროს ემსახურებიან“, - განაცხადა სოფიო ხუნწარიამ.

ღონისძიებაში თბილისის მერის მოადგილესთან ერთად, „არდის“ აღმასრულებელი დირექტორი მიხეილ ჯაფარიძე და კულტურის სფეროს წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.