საქართველოში კორონავირუსისგან 50 ადამიანი გამოჯანმრთელდა
ამობეჭდვა · 08 / 04 / 2020 19:40
საქართველოში კორონავირუსისგან 50 ადამიანი გამოჯანმრთელდა

საქართველოში ახალი კორონავირუსისგან 50 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე stopcov.ge არის გამოქვეყნებული.

საერთო ჯამში ახალი კორონავირუსის 208 დადასტურებული შემთხვევაა დაფიქსირებული, მათ შორის გარდაცვლილია 3.
გარდა ამისა , კარანტინის რეჟიმშია 4682 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 375.