საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 218-მდე გაიზარდა
ამობეჭდვა · 09 / 04 / 2020 19:25
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 218-მდე გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსის  კიდევ 4 ახალი შემთხვევა დადასტურდა. 

https://stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ამ დროისთვის საქართველოში COVID-19-ის 218 დადასტურებული ფაქტი ფიქსირდება, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 50 პაციენტი. არ შეცვლილა გარდაცვალების მაჩვენებელი, ამ დროისთვის საქართველოში COVID-19-ით 3 პაციენტია გარდაცვლილი.

კარანტინის რეჟიმში რჩება 4722 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 408 პირია.