ინფიცირებული ორსულების მდგომარეობა სტაბილურია - ლევან რატიანი
ამობეჭდვა · 09 / 04 / 2020 12:39
ინფიცირებული ორსულების მდგომარეობა სტაბილურია - ლევან რატიანი

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ექიმის ლევან რატიანის განცხადებით, ამ დროისთვის კლინიკაში სულ 71 პაციენტი იმყოფება, მათ შორის 54 კორონავირუსით ინფიცირებულია.

როგორც რატიანმა აღნიშნა, ორსული პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

"ამ ეტაპზე კლინიკაში 71 პაციენტი წევს. კოვიდ ინფიცირებულები გვყავს 54. მათი მდგომარეობა მეტ-ნაკლებად სტაბილურია. რეანიმაციაში არსებული პაციენტებიდან 6 კვლავ რჩება რეანიმაციულ განყოფილებაში, 3 მართვით სუნთქვაზეა, 3 სპონტანურ სუნთქვაზე. ველოდებით ლუგარის ლაბორატორიაში გაგვზავნილ პასუხებს ამ პაციენტებთან, რადგანაც გასულია უკვე პროტოკოლით გათვალისწინებული დღეები. რაც შეეხება ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მყოფი პაციენტების მდგომარეობას, მეტ-ნაკლებად ყველასი სტაბილურია. არცერთი უარყოფითი კლინიკური გამოვლინება ამ ეტაპამდე არ დასტურდება. რაც შეეხება ქალბატონებს, რომლებიც არიან ორსულები, მათი მდგომარეობა სტაბილურია. ასევე იცით, რომ გვყავს ორი ბავშვი, მათი მდგომარეობა სტაბილურია, კლინიკური გამოვლინებები არ ხორციელდება", - განაცხადა ლევან რატიანმა.