ათონელის ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო
ამობეჭდვა · 09 / 04 / 2020 14:08
ათონელის ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო

მთაწმინდის რაიონში, ათონელის ქუჩაზე გზის  რეაბილიტაცია  მიმდინარეობს. აღნიშნულ  მისამართზე საგზაო ინფრასტრუქტურა სრულად ამორტიზებული იყო.

მასშტაბური სამუშაოების ფარგლებში, 2600 კვ.მ ფართობზე დაიგება ორფენიანი ასფალტი, მოეწყობა ბორდიური და ტროტუარი.

ქუჩის კეთილმოწყობის პროცესს მთაწმინდის რაიონის გამგებელი დავით კირკიტაძე გაეცნო.

საგზაო სამუშაოებისთვის მთაწმინდის გამგეობის ბიუჯეტიდან 300 000 ლარი დაიხარჯება.  ინფრასტრუქტურულ პროექტს კომპანია „პარმა“ ასრულებს.