“ასეთი პირბადეებით შავ ჭირზე ვმუშაობდით” – იმნაძე ადგილობრივი წარმოების პირბადეებზე
ამობეჭდვა · 09 / 04 / 2020 20:16
“ასეთი პირბადეებით შავ ჭირზე ვმუშაობდით” – იმნაძე ადგილობრივი წარმოების პირბადეებზე

ქართული წარმოების დოლბანდის პირბადეებს, რომელიც სააფთიაქო ქსელში გაყიდვაში გუშინ ჩაეშვა, სოციალურ ქსელებში მომხმარებელთა ფართო გამოხმაურება მოჰყვა. მოქალაქეების ნაწილი ეჭვს გამოთქვამს, თუ რამდენად არის ეფექტიანი დოლბანდისგან შეკერილი ეს პირბადე.

აღნიშნულ საკითხზე “ნეტგაზეთი” დაავადებათა კონტროლის ცენტრს დაუკავშირდა. ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ თავის დროზე განაცხადა, რომ წარმოებული პირბადის სტადნარტები NCDC-ისთანაა შეთანხმებული.

პაატა იმნაძემ მოგვწერა, რომ ტექნოლოგია, რომლითაც პირბადეები დამზადდა აპრობირებულია და წლების გნამავლობაში, სანამ ერთჯერადი ნიღბები შეიქმნებოდა, სპეციალისტები საშიშ ინფექციებზე სწორედ ამგვარი პირბადეებით მუშაობდნენ:

“ასეთი პირბადეებით შავ ჭირზე ვმუშაობდით წლები. ერთჯერადები საერთოდ არ არსებობდა” – უთხრა პაატა იმნაძემ ნეტგაზეთს და აღნიშნა, რომ ის CDC-ს (აშშ-ის დაავადება კორნტოლისა და პრევენციის ცენტრი) რეკომენდაციებს არ ეწინააღმდეგება.

 

 

იხილეთ სრულად