დიდ ბრიტანეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 10 ათასს მიუახლოვდა
ამობეჭდვა · 11 / 04 / 2020 18:37
დიდ ბრიტანეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 10 ათასს მიუახლოვდა

დიდ ბრიტანეთში ახალ კორონავირუსს ბოლო ერთ დღეში 917 ადამიანი ემსხვერპლა. გაერთიანებული სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, covid-19-ით გარდაცვლილთა რაოდენობა საერთო ჯამში 9 875-ს შეადგენს.

დაღუპულთა შორის 19 მედიკოსია.

ვირუსით ინფიცირებულთა რიცხვი ბოლო 24 საათში 5 590-ით გაიზარდა, რითაც საერთო რაოდენობამ  78 991-ს მიაღწია.