აზერბაიჯანში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა 1148-მდე გაიზარდა
ამობეჭდვა · 13 / 04 / 2020 21:55
აზერბაიჯანში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა 1148-მდე გაიზარდა

აზერბაიჯანში ბოლო დღე ღამის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 50 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რითაც ინფიცირებულთა რაოდენობა 1,148-მდე გაიზარდა. გარდაიცვალა ერთი პაციენტი.  ინფორმაციას ამის შესახებ ქვეყნის მთავრობასთან არსებული ოპერატიულ შტაბი ავრცელებს.

ვირუსის შედეგად გარდაიცვალა 12 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 289 პაციენტი.

საავადმყოფოებში 847 ადამიანი რჩება, მათგან 25 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.