გიორგი გახარია - 150 ლარზე მეტი იქნება იმ ადამიანების დახმარება, რომლებმაც სამსახური დაკარგეს
ამობეჭდვა · 14 / 04 / 2020 19:21
გიორგი გახარია - 150 ლარზე მეტი იქნება იმ ადამიანების დახმარება, რომლებმაც სამსახური დაკარგეს

ქვეყანაში პირდაპირი მიზნობრივი სოციალური დახმარება ადამიანების მიმართ, რომლებმაც დაკარგეს სამუშაო ადგილი და შემოსავალი, რა თქმა უნდა, შეუძლებელია, თვეში საარსებო მინიმუმზე ნაკლები იყოს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, დახმარება 150 ლარზე მეტი იქნება.

„150 ლარი, რა თქმა უნდა, არ არის საკმარისი. მეტსაც გეტყვით, რომ 150 ლარი არ იქნება, იქნება უფრო მეტი. მოგეხსენებათ, რომ 150 ლარი არის საარსებო მინიმუმზე ქვემოთ. შეუძლებელია, უბრალოდ ჩვენ ვილაპარაკოთ ყოველთვიურ დახმარებაზე იმ ადამიანებზე, რომლებმაც სამსახური დაკარგეს და არ გავითვალისწინოთ საარსებო მინიმუმი“, – განაცხადა პრემიერმა.

რაც შეეხება საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მთავრობა უმუშევრად დარჩენილებს 150 ლარით დააფინანსებს, გახარია ამბობს, რომ ეს ძველი მონახაზი იყო და ტექნიკური შეცდომის გამო გამოქვეყნდა.