მამაკაცი, რომელმაც სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, ნიკა გვარამიას დაცვის წევრია
ამობეჭდვა · 15 / 04 / 2020 15:31
მამაკაცი, რომელმაც სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, ნიკა გვარამიას დაცვის წევრია

ახალგაზრდა კაცი, რომელმაც დღეს დილით სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, ნიკა გვარამიას დაცვის წევრი იყო.

„გუშინ, ამ დროს, ბედნიერი იყო. 6 საათზე მეგობრებს ეს ფოტო ჩაგვიგდო, თავისი საყვარელი საბასი.

არ ვიცი, რა მოხდა მერე, რა ჯოჯოხეთი დატრიალდა, მაგრამ ამ დილით გადაწყვიტა, რომ უნდა დავეტოვებინეთ და მუდმივი ტკივილი მოესაჯა ყველასთვის, ვისაც გვიყვარდა და გვჭირდებოდა.

დაცვის წევრი და მძღოლი არა, დავკარგე ახლო მეგობარი, მარჯვენა ხელი, ჩემი ოჯახის მოყვარული და გულშემატკივარი, ჩემი ბრძოლის თავდადებული ჯარისკაცი – თემო სამხარაძე. არასდროს დამავიწყდები, იძინე მშვიდად", - წერს ნიკა გვარამია.

შეგახსენებთ, შემთხვევა გუშინ დილით ვარკეთილში მოხდა. გარდაცვლილია 30 წლის თ.ხ, რომელმაც ახლობლების გადმოცემით, საკუთარ სახლში თავი ჩამოიხრჩო. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ფაქტზე გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.