1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.1334 ლარი გახდა
ამობეჭდვა · 15 / 04 / 2020 17:15
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.1334 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.1334 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.1334 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.1349 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0015 შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.4173 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.4305 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0132 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.