იტალიაში მაყურებლებს ტრიბუნებზე, სავარაუდოდ, 2021 წლის მარტამდე არ დაუშვებენ
ამობეჭდვა · 17 / 04 / 2020 12:08
იტალიაში მაყურებლებს ტრიბუნებზე, სავარაუდოდ, 2021 წლის მარტამდე არ დაუშვებენ

მედიის ინფორმაციით, კორონავირუსის პანდემიის გამო, იტალიაში გულშემატკივრები 2021 წლის მარტამდე ვერ შეძლებენ სტადიონებზე მისვლას.

 გაზეთი AS-ის წყაროს ცნობით, იტალიაში საფეხბურთო სეზონი, შესაძლოა, 31 მაისს განახლდეს, ოღონდ ცარიელი ტრიბუნების თანხლებით. გულშემატკივრებს 2021 წლის მარტამდე არ მისცემენ მატჩებზე დასწრების უფლებას. სწორედ იმ დროისთვის იგეგმება საზღვრების გახსნა და ყველა შეზღუდვის მოხსნა.

სერია A-ს 2019-20 წლების ჩემპიონატში ჩატარებულია 26 ტური და ლიდერობს „იუვენტუსი“ 63 ქულით.