"ვაი, ამ ჩვენი მიწითა და სისხლით გაუმაძღარ ერთმორწმუნე რუსეთს, რომელიც საყოველთაო პანდემიის დროს ვერ ცხრება ჩვენი მიწების მიტაცებით"
ამობეჭდვა · 18 / 04 / 2020 10:26
"ვაი, ამ ჩვენი მიწითა და სისხლით გაუმაძღარ ერთმორწმუნე რუსეთს, რომელიც საყოველთაო პანდემიის დროს ვერ ცხრება ჩვენი მიწების მიტაცებით"

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ტახტისძირის მიმდებარედ საოკუპაციო ძალების უკანონო ბორდერიზაციას მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი გიორგი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ეხმაურება.

"ვაი, ამ ჩვენი მიწითა და სისხლით გაუმაძღარ ერთმორწმუნე რუსეთს, რომელიც საყოველთაო პანდემიის დროს, მაცხოვრის ჯვარცმის დღეს, წითელ პარასკევსაც კი, როდესაც მთელი მსოფლიო ერთმანეთის მიმართ სოლიდარულია, ვერ ცხრება ჩვენი მიწების მიტაცებითა და უკანონო საზღვრების გავლებით”, - წერს მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი გიორგი.

შეგახსენებთ, რომ 17აპრილს, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ტახტისძირის მიმდებარედ საოკუპაციო ძალებმა უკანონო ბორდერიზაცია განახორციელეს. საოკუპაციო ძალების მიერ ხელოვნური ბარიერების აღმართვას უკვე მოყვა ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთებზე წვდომის შეზღუდვა.