ვარსკვლავები ექიმებს მადლობას უხდიან და ტაშს უკრავენ (ვიდეო)
ამობეჭდვა · 20 / 04 / 2020 10:43

ფეხბურთის მოქმედი და ყოფილი ვარსკვლავები, ექიმებს და ადამიანებს, რომლებიც covid-19-ს საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად ებრძვიან, მადლობას უხდიან და აპლოდისმენტებით აჯილდოვებენ.

"კაცობრიობის გმირებისადმი" მიძღვნილ აქციაში მონაწილეობენ პელე, მარადონა, კაფუ, ბექჰემი, კაკა, ბუფონი, კანავარო, კასილაი, ჰარი კეინი, სამუელ ეტოო, ზინედინ ზიდანი, მაიკლ ოუენი, მესუთ ოზილი, მარკო ვან ბასტენი, არტურო ვიდალი და მრავალი სხვა.