1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.1749 ლარი გახდა
ამობეჭდვა · 22 / 04 / 2020 17:17
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.1749 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.1749 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.1749 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.1696 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0053 შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.4502 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.4343 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0159 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.